ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაიზას კანდიდატურის განხილვა ჭიანურდება


ბრაიზას კანდიდატურის განხილვა ჭიანურდება

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიმდინარე მოსმენებზე ბრაიზას საშუალება ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი შეხედულებები წარმოედგინა.

მეთიუ ბრაიზას კანდიდატურამ აზერბაიჯანში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე თავიდანვე დიდი მითქმა მოქთმა გამოიწვია. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა პრო-სომხური ჯგუფების მხრიდან ისმოდა ბრაიზას მიერ წარსულში გატარებული ცალმხრივი პოლიტიკის და მისი თურქული წარმოშობის მეუღლის, ექსპერტ ზეინო ბარანის თურქულ ლობისტურ ჯგუფებთან სიახლოვის გამო.

ამა თუ იმ ქვეყანაში ამერიკის ელჩის კანდიდატურის შესახებ მოსმენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი მართავს, სადაც თავად კანდიდატის დაკითხვა ხდება. სენატორები მის გამოცდილებას, და საომავლო ხედვას აფასებენ. კომიტეტში შემდგარი კენჭისყრისა და უმრავლესობის მიერ გაკეთებული რეკომენდაციის შემდეგ, კანდიდატურას ამერიკის სენატი ამტკიცებას.

მოსმენები, რომლებიც ბრაიზას კანდიდატურის დამტკიცებას ახლდა თან, უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. საბოლოო შედეგს გუშინ ელოდნენ, თუმცა მოულოდნელად სენატორმა ბარბარა ბოქსერმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია კალიფორნიის შტატიდან, ბრაიზას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. სენატის კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ბრაიზას კანდიდატურის განხილვა სექტემბრამდე გადაიდო. მანამდე კი ამერიკის კონგრესშიი საზაფხულო არდადეგებია.

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბრაიზას გამოსვლამ კომიტეტის წინაშე და მისმა პრეზენტაციამ ბევრი შეკითხვა გააჩინა, რამაც ხაზი გაუსვა სომხური მხარის არსებულ მოსაზრებას და უფრო მეტიც, შეშფოთებას მისი კანდიდატურის მიზანშეწონილობაზე.

სომხური მხარე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მეთიუ ბრაიზას არასდროს მოუწოდებია აზერბაიჯანისთვის საომარი რიტორიკის შეწყვეტა, ისევე როგორც არაფერი გაუკეთებია ამერიკის კონგრესის მიერ მთიანი ყარაბაღის რეგიონის არასაკმარისი დაფინანსების გასაზრდელად, და არც ბაქოს კრიტიკით გამოურჩევია თავი ჯულფას სომხური სასაფლაოს დარბევის შემდეგ.

გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ბრაიზას კანდიდატურის განხილვას სენატი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

XS
SM
MD
LG