ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. ტონის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ამერიკული თეატრის სფეროს წარმომადგენლებს გადაეცემათ, წელს მიუზიკლმა „ბენდის ვიზიტი“ მოიპოვა.

მიუზიკლი ეგვიპტის პოლიციის ორკესტრის შესახებაა, რომელსაც კონცერტი ისრაელის ერთ-ერთ ქალაქში უნდა გაემართა, თუმცა შეცდომით, სხვა ქალაქში აღმოჩნდა.

მსახიობებმა კატრინა ლენკმა და ტონი შალჰოუბმა კი მიუზიკლში როლების საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურეს ეს ჯილდო.

2007 წელს გადაღებული იმავე სახელწოდების ფილმის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა ბევრ ისეთ პოპულარულ შოუებს აჯობა, როგორიცაა „გაყინული“. „ცუდი გოგონები“, „სპანჯბობი“ და ა.შ.

XS
SM
MD
LG