ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო მისიის წარმართვას ეწინააღმდეგება


დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სირიაში საჰაერო კამპანიის განხორციელებას, სანამ პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის მთავრობა პასუხს არ გასცემს კითხვებს იურიდიული, პოლიტიკური და სამხედრო რისკების შესახებ.

ბრიტანეთი შეერთებული შტატების მიერ წარმართული კოალიციის წევრია, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო კამპანიას ატარებს ერაყში. კამერონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ტერორისტების დასამარცხებლად მოწადინებულია სირიასა და ერაყში, თუმცა საჰაერო კამპანიის სირიაში განხორციელება პარლამენტის თანხმობის გარეშე არ მოხდება.

XS
SM
MD
LG