ბრიტანელმა მოსამართლემ უარი განაცხადა გირაოთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი რადიკალი ისლამისტი სასულიერო პირის, აბუ ქათადას გათავისუფლებაზე. მოსმართლე ჯონ მითინგმა განაცხადა, რომ აბუ ქათადას გაშვება გირაოთი, იმ დროს როდესაც ლონდონი ზაფხულის ოლიმპიადისთვის ემზადება, "ძალზე დიდ პრობლემას წარმოადგენს". იმ შემთხვევაში თუ ქათადა გაუჩინარდება, მისი დაკავებისთვის დიდი რესურსების ჩართვა იქნება საჭირო.
აბუ ქათადა იორდანიაში დეპორტაციის წინააღმდეგ იბრძვის, სადაც მას ორი ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ედება ბრალი. როგორც ქათადა აცხადებს, იორდანიაში მას წამება ემუქრება.