ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი მედდის თვითმკვლელობის საქმე


მედდა, რომელიც ბრიტანეთის პრინცის ფეხმძიმე მეუღლეს მკურნალობდა, საკუთარ ოთახში ჩამოხრჩობილი ნახეს

ლონდონის პოლიციის ოფიცერმა დაადასტურაფაქტი, რომ მედდა,
რომელიც ბრიტანეთის პრინცის ფეხმძიმე მეუღლეს მკურნალობდა, საკუთარ ოთახში ჩამოხრჩობილი ნახეს. ეს გადაწყვეტილება მედდამ მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრალიის რადოსადგურმა მოტყუებით მისგან ინფორმაცია მოიპოვა.

ხუთშაბათს ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე გამოსვლისას, ოფიცერმა აღნიშნა, რომ ვიდრე თანამშრომლები მედდას ჩამოხრჩობილს ნახავდნენ, ჯაკინტა სალდანამ სამი წერილი დაწერა.

ინდური წარმოშობის მქონე, ორი შვილის დედას სილურჯეები აღენიშნებოდა მაჯებზე, რის გამოც პოლიციამ გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა.

პოლიცია 46 წლის მედდის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაკითხავს და სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ წერილებსაც შეისწავლის. ეს კი საშუალებას მისცემს მათ შეიტყონ მიზეზი, რამაც მედდას თვითმკვლელობისკენ უბიძგა.

XS
SM
MD
LG