ბრიტანეთის პარლამენტი დღეს უყრის კენჭს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში სწავლის გადასახადი თითქმის გასამმაგდება. ამჟამად სწავლის გადასახადი დაახლოებით 5 ათასი დოლარია, ხოლო კანონის მიღების შემთხვევაში კი 14 ათასი გახდება.
ამ ინიციატივამ ბრიტანეთის მასშტაბით სტუდენტების საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია.
ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვეტილებას მძიმე ეკონომიკური ვითარებით და სახელმწიფო დანახარჯების შემცირების პოლიტიკით ხსნის.