ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩი გადადგა


Britain Trump
Britain Trump

შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩმა კიმ დეროქმა დღეს თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა, და თქვა, რომ დიპლომატიური კომუნიკაციის გაჟონვის შემდეგ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკას შეიცავდა, მისი როლის შესრულების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

დეროქმა თავის განცხადებაში თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფლებამოსილება ამ წლის ბოლომდე არ იწურება, მჯერა, რომ არსებულ ვითარებაში ახალი ელჩის დანიშვნის შესაძლებლობის შექმნა, პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება.“

ის ვაშინგტონში ბრიტანეთის უმაღლესი დიპლომატი 2016 წლიდან იყო.

ტრამპის დახასიათებაში დეროქი შეერთებული შტატების ლიდერს აღწერდა როგორც „არაადექვატურს“, „არასაიმედოს“ და „არაკომპეტენტურს“. მის ადმინისტრაციას კი „უნიკალურად უუნაროს“ უწოდებდა.

გაჟონილი კომუნიკაცია უფროსი ბრიტანელი მინისტრების და საჯარო მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ხელისუფლებას სჯერა, რომ გაჟონვის ავტორს ბრიტანელ პოლიტიკოსებს ან ოფიციალურ პირებს შორის აღმოაჩენენ და ამაში უცხო სახელმწოფო არ ჩარეულა.

ტრამპი ამ ამბავს „ტვიტერით გამოეპასუხა და დეროქს „ძალიან ბრიყვი კაცი“ და „გაბღენძილი სულელი“ უწოდა და ასევე გამოაცხადა, რომ მასთან „საქმეს აღარ დაიჭერს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG