ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგარეტ ტეტჩერს 17 აპრილს დაკრძალავენ


ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს სამხედრო ესკორტის თანხლებით წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში გააცილებენ დაასვენებენ.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მარგარეტ ტეტჩერს 17 აპრილს დაკრძალავენ. ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამხედრო ესკორტის თანხლებით წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.

მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. მისი მეთაურობით კონსერვატიულმა პარტიამ ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

რკინის ლედის მეტსახელით ცნობილი ბრიტანეთის ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრის დაკრძალვაზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ჩავლენ.
XS
SM
MD
LG