ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსაზრებები ლონდონში მომხდარ თავდასხმაზე


ბრიტანეთში ტერორისტული შეტევების უკან ძირითადად გამუსლიმებული პირები დგანან

კვირაზე მეტი გავიდა, რაც ლონდონის ქუჩაში ისლამისტებმა ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს. ერთერთ მათგანს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მეორე კი კვლავ საავადმყოფოშია და პოლიციასთან შეტაკებისას მიყენებულ ჭრილობებს მკურნალობს. ხელისუფლება დღემდე ცდილობს მომხდარის გარკვევას. ორივე თავდამსხმელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი ლონდონიდან არკვევდა.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ერთერთი თავდამსხმელი მაიკლ ადებოლაჯო 2010 წელს კენიაში იყო დაპატიმრებული. მას სომალიში მოქმედ ამბოხებულთა დაჯგუფება „ალ-შაბაბთან“ კავშირი ედებოდა ბრალად. თუმცა, ის კენიის ხელისუფლებას თავად უყენებდა ბრალდებას. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კენიაში მას ცუდად ეპყრობოდნენ და ის უდანაშაულო იყო.

ადებოლაჯო კენიიდან უკან ბრიტანეთში დეპორტაციით დააბრუნეს. არსებობს ასევე ფოტოები, სადაც 2007 წელს ისლამისტურ დემონსტრაციაში მისი მონაწილეობაა ასახული.

ძალიან რთულია გაიგო, როდესაც პიროვნება ასე საუბრობს ინტერნეტში, ესწრება ასეთი ტიპის შეკრებებს, საჯაროდ გამოთქვამს ექსტრემისტულ აზრებს და შემდეგ როდის და როგორ ჩაიდენს ძალადობას,“ - ამბობს კინგსის კოლეჯის ექსპერტი ბრუკ როჯერსი.

ორივე ეჭვმიტანილი ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც ისლამისტურმა ჯგუფმა ალ-მუჰაჯირონმა ჩაატარა. დაჯგუფებას ანჯემ ჩოდარი უდგას სათავეში, რომლის თაოსნობით ჯგუფის წევრებმა ამერიკის საელჩოსთან 11 სექტემბრის წლისთავზე ამერიის დროშა დაწვეს.

ესეთი ფაქტები არ მოხდება, თუ ჩვენ გამოვიყვანთ ჯარებს მუსლიმური ქვეყნებიდან და შევწყვიტავთ მათ ჩაგვრას,“ - ამბობს ჩოდარი.

იგივე რიტორიკა გამოიყენეს თავდამსხმელებმა ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობის დროს.

საინტერესოა, რომ ესენი არიან ბრიტანელი მოქალაქეები და იდენტიფიკაციას აკეთებენ მუსლიმურ ქვეყნებთან. ვფიქრობ, ყველას კარგად ესმის თუ რას გულისხმობენ. რიტორიკა კი ძალიან მარტივია. ისინი ამის შესახებ საუბრობენ თანამოაზრე ჯგუფებში, ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდებზე,“ - ამბობს ბრუკი.

ორივე ეჭვმიტანილს ისლამი ახალი მიღებული აქვს. ანალიტიკოსი რობინ სიმკოქსი ამბობს, ბრიტანეთში ტერორისტული შეტევების უკან ძირითადად გამუსლიმებული პირები დგანან, რადგან მათ აქვთ გრძნობა, რომ არასწორ გზაზე იდგნენ. მომხდარმა ფაქტმა გააძლიერა მოწოდებები რადიკალური მუსლიმი მქადაგებლების აკრძალვის შესახებ.

არის ხალხი ვინც არ არღვევს კანონს თუმცა არის ძალიან რადიკალური და გავლენას ახდენს სხვებზე. ასეთ შემთხვევაში ძნელია ამ პრობლემის ზუსტი განსაზღვრა,“ - აცხადებს სიმკოქსი.

ანალიტიკოსები არჩევენ, რომ გამოძიების შედეგებს და ახალ დეტალებს დაელოდონ.

XS
SM
MD
LG