25 წლის დანიერ ჰუგტონმა, რომელიც დანიისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეა, ბრალდებებს დღეს დათანხმდა. გამომძიებლები ახალგაზრდა კომპიუტერის სპეციალისტს, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვაში მუშაობდა, საიდუმლო ინფორმაციის მოპარვასა და დანიისთვის მიყიდვაში ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, ის ასევე იპარავდა დაზვერვის თანამშრომლების შესახებ არსებულ მასალებს. დოკუმენტების საფასური 3 მილიონ დოლარს შეადგენდა.