ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ბრიტანეთის 340-მილიონიანი გარიგება


რუსეთ-ბრიტანეთის 340-მილიონიანი გარიგება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა -დევიდ კამერონმა- პოლიტიკური დაპირისპირებები დროებით გვერდზე გადადო და რუსეთთან 340-მილიონიან საქმიან გარიგებას მოაწერა ხელი.

დიდი ბრიტანეთის პირველი პირი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთს წარმომადგენლობითი დელეგაციით პირველად ესტუმრა. სხვა ბიზნესმენებთან ერთად დელეგაციაში „ბრითიშ პეტროლიუმის“, „შელის“ და „როლს როისის“ მმართველობა იმყოფებოდა.

დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის 2006 წელს ლონდონში ლიტვინენკოს გახმაურებული მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. ორშაბათს პრეზიდენტმა მედვედევმა პოლონიუმით მოწამლვაში ეჭვმიტანილი მკვლელის ექსტრადაციაზე კიდევ ერთხელ მკაცრი უარი განაცხადა.

ახალი საქმიანი ხელშეკრულება დამატებით 500 სამუშაო ადგილს შექმნის და ათასობით უკვე არსებულ პოზიციას გაამყარებს. ამჟამად რუსეთში დაახლოებით 600-ზე მეტი ბრიტანული კომპანია მოქმედებს. რუსეთის ეკონომიკური ზრდა წელს 4 პროცენტს აჭარბებს, რაც დანარჩენი ევროპული ქვეყნების მაჩვენებელზე ბევრად უფრო მაღალია.

XS
SM
MD
LG