ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ლონდონში


არეულობა ლონდონში

ბრიტანეთში დემონსტრაციის მონაწილეებთან დაპირისპირების შედეგად რამენიმე პოლიციის ოფიცერი დაშავდა. ასევე დააპატიმრეს რამდენიმე მომიტინგე.

არეულობა ლონდონის ერთ-ერთ ღარიბ უბანში შაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 29 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა. საპროტესტო გამოსვლა, რომელიც თავიდან მშვიდობიანი ხასიათის იყო, მოგვიანებით მანქანების, მაღაზიებისა და ერთი ავტობუსის დაწვით დასრულდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მაღაზიაც გაძარცვეს. პოლიცია მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არეულობის მორიგი ტალღისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG