ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული შეხვედრა


History Made as British Queen Shakes Hand of Ex-IRA Leader
History Made as British Queen Shakes Hand of Ex-IRA Leader

დედოფალმა ხელი ჩამოართვა ირლანდიის რეპუბლიკური არმიის ყოფილ ლიდერს

დედოფალ ელისაბედს და ჩრდილოეთ ირლანდიის სეპარატისტული დაჯგუფების ყოფილ ლიდერს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. დიდი ბრიტანეთის მედია იუწყება, რომ ქვეყნის მონარქმა მარტინ მაკგინესს ხელი ჩამოართვა. ირლანდიის რეპუბლიკური არმია ბრიტანეთის მმართვლობის წინააღმდეგ სამი ათწლეული ომს აწარმოებდა. 1979 წელს დაჯგუფების მიერ გამოყენებული ბომბის აფეთქებას კი დედოფლის ბიძაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

დედოფალ ელისაბედსა და მარტინ მაკგინესს შორის შეხვედრა ბელფასტის გარეუბანში, თეატრში შედგა. შეხვედრაზე აკრძალული იყო მიკროფონების გამოყენება.
XS
SM
MD
LG