ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში სტუდენტები გაიფიცნენ


ბრიტანეთში სტუდენტები გაიფიცნენ

ბრიტანეთში სტუდენტებმა საპროტესტო დემონსტრაციების მორიგი ტალღა წამოიწყეს. ისინი უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადის შესაძლო მომატებას ეწინააღმდეგებიან.

დემონსტრაციის ორგანიზატორები ლონდონში პარლამენტისა და პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონის ოფისის წინ დიდი მიტინგების გამართვას აპირებენ.

ბრიტანეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ თითქმის გაასამმაგების სწავლის საფასურს.

დევიდ კამერონმა დღეს აღნიშნა, რომ ის იმედს იტოვებს, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანი ხასიათის იქნება და თვის დასაწყისში მომხდარი ძალადობა არ განმეორდება.

XS
SM
MD
LG