ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ირანს ტანკერის დაბლოკვის მცდელობაში სდებს ბრალს


ხუთშაბათს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანის ხომალდებმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობის ტანკერის „გავლის შეფერხება“ სცადა.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში სამი ირანული ხომალდი მონაწილეობდა და მხოლოდ ბრიტანული სამხედრო ხომალდიდან მიღებული გაფრთხილების შემდეგ დაიხიეს უკან.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბრიტანეთის ბრალდება უარყო.ნახევრად-ოფიციალური „ფარსის“ ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარდიის საპატრულო კატერები ჩვეულებრივ სამუშაოს ასრულებდნენ და „უცხო ხომალდებთან, განსაკუთრებით ინგლისურ ხომალდებთან დაპირისპირებაში არ შესულან.“

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ოთხშაბათს გაფრთხილება გააჟღერა, რომ შესაძლოა ბრიტანეთი დაუზუსტებელი „სადამსჯელო ზომების“ წინაშე აღმოჩნდეს, გასულ კვირაში ირანული ნავთობის ტანკერის დაკავების გამო, რომლის შესახებაც ეჭვი არსებობდა, რომ სანქციების დარღვევით სირიაში ნავთობი გადაჰქონდა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო ხუთშაბათს მომხდარი ინციდენტით შეშფოთებულია და ირანს „სიტუაციის დეესკალაციისკენ“ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG