ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა ევროკავშირისგან "ბრექსიტზე" საბოლოო თანხმობა მიიღო


თითქმის ნახევარ საუკუნოვანი წევრობის შემდეგ, ოთხშაბათს, ევროკავშირმა ბრიტანეთს ბლოკის დასატოვებლად საბოლოო თანხმობა მისცა.

ევროპარლამენტმა 621 ხმით 49-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა გაყრის შეთანხმებას, რომელზეც ორი მხარის მომლაპარაკებლები გასული წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობა, პარასკევ ღამით ოფიციალურად დასრულდება.

ამას მოჰყვება გარდამავალი პერიოდი, რომელიც წელიწადის დარჩენილი დროის განმავლობაში გაგრძელდება და ორ მხარეს შორის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ ახალი მოლაპარაკებებით იქნება დატვირთული.

მოლაპარაკებების საკვანძო ნაწილი სავაჭრო შეთანხმება იქნება. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიღწევა 2020 წლის დასასრულამდე სურს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა ოთხშაბათს თქვა, რომ ევროკავშირი ღიაა, ტარიფების ან კვოტების გარეშე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის და ბრიტანეთის კომპანიები „კონკურენციას ერთმანეთს თანაბარ პირობებში გაუწევენ“.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საკუთარი წესებით თამაში შეძლებოდა და 27 სხვა წევრის სურვილის მიხედვით დაწესებული პოლიტიკის ჩარჩოებში არ ყოფილიყო.

XS
SM
MD
LG