ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოტლანდიის სასამართლომ ბრიტანეთის პრემიერის პარლამენტის დათხოვნა არაკონსტიტუციურად სცნო


დღეს, შოტლანდიის სასამართლომ განკარგა, რომ ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონის ინიციატივა - 5 კვირით დაიბლოკოს გაერთიანებული პარლამენტის მუშაობა, არაკონსტიტუციურია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ძალაში შევიდა პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს სანქცია არ გააუქმა, მან დაადგინა, რომ ეს საკითხი უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ბრიტანეთის მთავრობა, რომელმაც აპელაციის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება.

ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმებით ან მის გარეშე გაიყვანს და განაცხადა, რომ როცა პარლამენტის მუშაობა განახლდება 5 კვირაში, პარლამენტარებს საშუალება ექნებათ მის მიერ ევროკავშირთან მიღწეული "ბრექსიტის" ახალი პირობები დაამტკიცონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG