ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდ ბრიტანეთში კოალიციური მთავრობის შექმნაზე გრძელდება კონსულტაციები


დევიდ კამერონი ახალი პრემიერია. ნიკ ქლეგი კი მისი მოადგილე იქნება.

ბრიტანეთის კონსერვატორული და ლიბერალ დემოკრატიული პარტიები ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად თათბირობენ. ეს ალიანსი 1945 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად შედგება. შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდ ბრიტანეთში გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა.
კონსერვატორული პარტიის ლიდერმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ იგი ლიბერალ დემოკრატიულ პარტიასთან გაერთიანდება და ამ პარტიის ლიდერთ ნიკ ქლეგს კი პრემიერ მინისტრის მოადგილის თანამდებობა ექნება.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის გორდონ ბრაუნის გადადგომამ კონსერვატორების ლიდერს საშუალება მისცა ქვეყნის სათავეში მოსულიყო და კონსერვატორული პარტიის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობა შეექმნა.
კამერონმა რეზიდენციის წინ შეკრებილთ განუცხადა, რომ კოალიციას წინ გრძელი და რთული საქმიანი პერიოდი ელოდება.
„ჩვენ წინ ერთობლივი მუშაობის რთული პერიოდი გველის. კოალიციამ რიგ გამოწვევებს უნდა უპასუხოს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ შევძლებთ ამ პრობლემებთად გამკლავებასა და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას.“

XS
SM
MD
LG