ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი პარლამენტში ორი გადამწყვეტი კენჭისყრის წინაშეა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმას, ქვეყანამ ევროკავშირი დატოვოს, თემთა პალატაში ორი საკვანძო კენჭისყრა ელის.

კანონმდებლები ჯონსონის 115 გვერდიანი „გამოსვლის შეთანხმების კანონპროექტის“ დასამტკიცებლად გვიან საღამოს შეიკრიბებიან. ამით შესაძლო იქნება, ბრიტანეთის ლიდერის ევროკავშირთან ბრექსიტის შეთანხმება პრინციპულად დამტკიცდეს. თუ კანონპროექტი დამტკიცდება, პარლამენტარები კენჭს უყრიან ცალკე კანონპროექტს, რომელიც სწრაფ, სამდღიან განრიგს დაადგენს, რომ კანონი ფორმალურად დამტკიცდეს.

ნათელი არ არის, აქვს თუ არა მთავრობას საკმარისი ხმები, რომ დროულად მიიღოს კანონი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსასვლელად, რომელიც შემდეგი ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG