ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში არმიის დაფინანსებას ამცირებენ


დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეიარაღებული ძალების დაფინანსებას გადახედავს და შემდეგ განცხადებას გააკეთებს, რაც ბრიტანეთის მედიის ინფორმაციით, თავდაცვის დაფინანსების 8 პროცენტით შემცირებას ნიშნავს.

ოფიციალურ მოხსსენებაში ნათქვამია, რომ ძირითადი შეკვეცები რეაქტიული თვითმფრინავებსა და ტანკებს შეეხება. თუმცა გაიზრდება კიბერ თავდასხმებისა და ტერორიზმის დაძლევის დაფინანსება.

ბრიტანეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ტერორიზმი და თავდასხმები კომპიუტერულ სისტემაზე ქვეყნის მთავარი გამოწვევა იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთის ბიუჯეტში უხეში დეფიციტია, შეკვეცები თავდაცვის სფეროში, მთავრობის მიერ დანახარჯების 25 პროცენტით შემცირების გეგმის ნაწილია.

XS
SM
MD
LG