ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება ბრიტანელი სამხედროების არაეთიკური საქციელის გამო


გამოძიება ბრიტანელი სამხედროების არაეთიკური საქციელის გამო

ბრიტანელი სამხედროების განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება ამ ქვეყნის ჯარისკაცების მიერ ავღანეთში ჩადენილი არაეთიკური საქციელის გამო.

ბრიტანულ გაზეთ „სანში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია ორი ბრიტანელი ჯარისკაცის დაპატიმრების შესახებ, რომლებმაც 10 წლის ავღანელი ბავშვებს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს ყველაფერი ვიდეოფირზე აღბეჭდეს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სამხედრო პოლიციამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში მოკლული თალიბების ცხედრებზე შარდავენ.

ავღანეთის მთავრობამ აღშფოთება გამოხატა ამ ფაქტის გამო, რომელსაც ამორალური აქტი უწოდა.

XS
SM
MD
LG