ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ მეორე გამოძიება დაიწყება


ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი
ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი

ბრაზილიური მედია იუწყება, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა უზენაეს სასამართლოს სთხოვა გამოიძიოს პრეზიდენტ დილმა რუსეფის საქმე, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთ სადავო გამოძიებას აფერხებს.

ოფიციალური პირები ინფორმაციას, რომელიც მედიაში გუშინ გაშუქდა, არ ადასტურებენ. ბრაზილიის “გლობო ნიუსის” ინფორმაციით, პრეზიდენტს ბრალი ედება სახელმწიფო ნავთობკომპანიის “პეტრობრასის” საქმიანობის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში.

პროკურატურა რუსეფის წინააღმდეგ ერთ გამოძიებას, რომელიც ნავთობკომპანიას არ უკავშირდება, უკვე აწარმოებს. ამ გამოძიების შედეგად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სხდომა სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩატარდება. ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატამ იმპიჩმენტის საკითხი უკვე დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG