ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავები ჩეჩნეთში


ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავები ჩეჩნეთში

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა გუშინ გროზნოში ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა ბრაზილიის ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად. ჩეჩენი ლიდერის მხრიდან ეს იყო მცდელობა ეჩვენებინა, რომ ამ ომით განადგურებულ რეგიონში ახლა ჭეშმარიტად სტაბილური სიტუაციაა და კეთილმეგობრული დამოიკიდებულება სუფევს უცხოელების მიმართ.

კადიროვი თავად ედგა ჩეჩნურ გუნდს სათავეში. მის გუნდში კი გერმანელი ნახევარმცველი ლოთერ მათეუსი და არაერთი რუსი ფეხბურთელი შედიოდა.

ბრაზილიელების გუნდში კი ნამდვილ ვარსკვლავებს, მათ შორის ბებეტოს, კაფუს, დუნგასა და რომარიოს იხილავდით.

XS
SM
MD
LG