30-იანი წლებიდან მოყოლებული კრივის თემაზე ჰოლივუდში 150-ზე მეტი ფილმია გადაღებული. ჰოლივუდმა წელს მაყურებელს კიდევ ერთი ასეთი ფილმი შესთავაზა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ ჯეიკ ჯილენჰოლს კრიტიკოსებმა ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე ოსკარი უწინასწარმეტყველეს.