ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის აეროპორტთან ავტომანქანა ადამიანების ჯგუფში შევარდა


მასაჩუსეტსის პოლიციის ცნობით, ქალაქ ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის გაჩერებასთან, ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში შევარდა.

წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„სი-ენ-ენ-ის" ვიდეოში ჩანს თეთრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ტაქსი რომელიც დაზიანებული წინა ნაწილით, შენობის გვერდით დგას.

ადგილზე იმყოფება ქალაქის სახანძრო დაცვის, პოლიციის და საგანგებო სამსახურების პერსონალი.

ამ დროისათვის დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის

XS
SM
MD
LG