ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტის კვალდაკვალ


ჯოხარ ცარნაევს ადვოკატი დაუნიშნეს

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთერთი პირის ცოლის სახლიდან სამხილი მასალები და გენეტიკური ნიმუშები მოიპოვა. ბიუროს აგენტები როდ აილენდში მოკლული ტამერლან ცარნაევის ქვრივის ქეთრინ რასელის სახლში მივიდნენ. გამომძიებლებმა გენეტიკური ნიმუშები და დეენემის ანალიზი აიღეს, რომელიც 15 აპრილის ტერაქტის დროს აფეთქებულ ერთერთ ბომბზე აღმოაჩინეს. ამავდროულად, ფედერალურმა მოსამართლემ გადარჩენილი ეჭვმიტანილის 19 წლის ჯოხარ ცარნაევის დასაცავად ადვოკატი უკვე დანიშნა.
XS
SM
MD
LG