ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰააგის სასამართლომ რადოვან კარაჯიჩის სასჯელი გაამკაცრა


გაერთიანებული ერების სასამართლომ ბოსნიელი სერბის ყოფილ ლიდერის და ომის დანაშაულში ბრალდებული რადოვან კარაჯიჩის წინააღმდეგ გაანჩენი სამუდამო პატიმრობამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც მან პირვანდელი სასჯელი გაასაჩივრა.

კარაჯიჩი, ჰააგის სასამრთლოში 40-წლიანი პატიმრობის შესახებ განაჩენს ასაჩივრებდა. მას ეს სასჯელი ბოსნიის ომში მასობრივი მკვლელობების ორგანიზებისთვის მიესაჯა. ის ასევე ასაჩივრებდა 2016 წლის განაჩენს, რომელიც სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის, გენოციდის და 1995 წელს სრებრენიცის რეგიონში 8000 მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის მასობრივ მკვლელობას მოიცავდა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ კარაჯიჩის მიმართ 2016 წელს გამოტანილი განაჩენი ნამდვილად არამართებული იყო და ის არათუ 40 წელს, არამედ სამუდამო პატიმრობას იმსახურებდა მისი სისტემური სისასტიკისა და დანაშაულების მაშტაბის გამო.

სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა დიდი ნაწილი გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდა. სრებრენიცის მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახების წევრები კი სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას მემორიალთან შეკრებილები ადევნებდნენ თვალს.

აპელაციის შედეგებს ელოდება კიდევ ერთი ბოსნიელი სამხედრო ლიდერი, ასევე გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რატკო მლადიჩი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG