ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინმა ბონ ჯოვის კონცერტები გააუქმა


ამერიკელი მომღერალი ჯონ ბონ ჯოვი

ჩინეთმა პოპულარული ამერიკული ჯგუფის ბონ ჯოვის კონცერტები გააუქმა. ჩინური მედია საშუალებების ინფორმაციით, გაუქმების მიზეზი ამერიკული ჯგუფის მიერ წარსულში დალაი ლამას მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება გახდა. ჯონ ჯოვის კონცერტები პეკინსა და შანხაიში ჰქონდა დაგეგმილი.

გაზეთი „ფაინანშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიის კულტურის მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც ტაივანში 2010 წელს ბონ ჯოვის მიერ გამართული კონცერტის თაობაზე შეიტყო, სადაც ჯგუფმა სცენის გაფორმების დროს დალაი ლამა ერთ-ერთ ვიდეოში აჩვენა.

„ბი-ბი-სი“ ინფორმაცია ადასტურებს იმის შესახებ, რომ კონცერტი მთავრობის მიერ იქნა გაუქმებული.

ჩინეთის მთავრობას ტიბეტის სულიერი ლიდერი საშიშ სეპარატისტად მიაჩნია. პეკინი დასავლელი მომღერლების კონცერტებს ხშირად აუქმებს დალაი ლამას მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის გამო. ამ ზაფხულს ჩინეთის მთავრობამ „მარუნ 5-ის“ კონცერტი გააუქმა იმის გამო, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დალაი ლამას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. მანამდე კი „ბიორკის“ და „ლინკინ პარკის“კონცერტები გაუქმდა.

XS
SM
MD
LG