ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს


ხუთშაბათს, ბოლივიის ახალმა დროებითმა ლიდერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ევო მორალესს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

კვირების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი პროტესტების შემდეგ, მორალესი თანამდებობიდან გადადგა და მექსიკაში გაიქცა. პროტესტი წინა თვეში ჩატარებული არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვმა გამოიწვია. მორალესმა გამოაცხადა, რომ თანამდებობის მეოთხე ვადით დასაკავებლად გაიმარჯვა.

52 წლის ჯანინ ანეზი, რომელმაც სამშაბათს ხელისუფლება თავის ხელში აიღო, დაყოფილი ქვეყნის დაწყნარებას ცდილობს.

კონსერვატორმა ყოფილმა სენატორმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: “ევო მორალესს მეოთხე ვადით არჩევისთვის ბრძოლა არ ეკუთვნის”.

მორალესი ხელისუფლებაში 2006 წლიდან იყო და 2016 წელს ჩატარებული ეროვნული რეფერენდუმის მიუხედავად, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლივიელები ხელისუფლებაში ყოფნის ვადების შეზღუდვას ემხრობოდნენ, ამ წლის არჩევნებშიც ჩაერთო. ხმის მიცემის შედეგების მიუხედავად, მისი მომხრეებით სავსე სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მას არჩევნებში შეუზრუდავად მონაეილეობის უფლება ჰქონდა.

ანეზმა თქვა რომ მორალესის პარტიას, რომელსაც კონგრესში უმრავლესობა აქვს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG