ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალურ აზიაში აშშ-ს პრიორიტეტები


EDITORIAL

BLAKE ON AFGHANISTAN AND CENTRAL ASIA

2016395

L.G. 02/21/12

ავღანეთი რაც უფრო უახლოვდება საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის სრულად აღებას, „ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებს მოუწევთ მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების საქმეში“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერ ბლეიკმა.

მისი თქმით, პრიორიტეტების დაბალანსება ცენტრალური აზიის მიმართ ამერიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ჩვენ არ განვიხილავეთ ჩვენს ურთერთოებას ცენტრალუს აზიასთან როგორც არჩევანს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და ადამინის უფლების ძირეულ ფასეულობებს შორის. პროგრესის მიღწევას ერთერთ სფეროში შეუძლია გაამყაროს და შექმნას ინტენსიური პროგრესის საფუძველი მეორე მიმართულებით,“- დასძინა ბლეიკმა.

ავღანეთში შეერთებული შტატების ჩართვამ გააძლიერა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთა და კარი გაუხსნა ყოველწლიურ ორმხრივი კონსულტაციების პროცესს. ეს მოლაპარაკებები შეიცავს დისკუსიებს ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხზე, ადამიანის უფლებებზე, რელიგიურ თავისუფლებაზე, მეცნიერებისა და ტექონოლოგიების სფეროებში თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვა საკითხებზე. ცენტრალურ აზიის ქვეყნებმა ასევე გაგზავნეს თავიანთი წარმომადგენლები თურქეთში და გერმანიაში ავღანეთის საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე. ორივე შეხვედრაზე ცენტრალური აზიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს აღებული ვალდებულება ერთობლივად იმუშავონ რეგიონში ეკონომიკური წინსვლის და მშვიდობის დასამყარებლად. ახალი აბრეშუმის გზა მოიცავს როგორც ეკონომიკური, სატრანზიტო, სავაჭრო კავშირებს ასევე ხალხებს შორის ურთიერთობას ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორის, რამაც ავღანეთში სტაბილურობის გამყარებაში უნდა ითამაშოს დიდი როლი.

შეერთებული შტატების მხარდაჭერა ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციისადმი გამოხატულია ისეთი მრავამხრივი ძალისხმევით როგორიცაა აზიის განვითარების ბანკის მიერ ცემნტრალრი აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი 20 მილიარდი დოლარით, რომელმაცა 6 სატრანსპორტო დერეფნის სრულყოფაში უნდა შეიტანოს წვლილი. გაეროს და ორმხრივი პროგრამების ფარგლებში, შეერთბეული შტატები იმედოვნებს, რომ საკუთარ წვლილს შეიტანს ისეთი პრობლემის მოგვარებაში როგორიცაა ნარკოტრეფიკინგი, გლობალური ტერორიზმი და ადამიანთა ტრეფიკინგი. შეერთებული შტატები განაგრძობს თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გრძელვადიანი რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

XS
SM
MD
LG