ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა ბინ ლადენის რამდენიმე ვიდოფირი გამოაქვეყნა


აშშ-მა ბინ ლადენის რამდენიმე ვიდოფირი გამოაქვეყნა

შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ვიდოფირი გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, თუ როგორ უყურებდა ალ-ყაიდას ლიკვდირებული ლიდერი ოსამა ბინ ლადენი საკუთარ თავს ტელევიზორში და ვარჯიშობდა მიმართვების გამოთქმაში. შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეციალურმა დანაყოფმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების ავტორი გასულ ორშაბათს მოკლა. ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში ერთერთ ვილაში აღმოაჩინეს. ადგილზე ასევე აღმოაჩინეს საკმად დიდ რადონეობით მასალა, რომელიც ტერორისტული ქსელის მონაცემებს შეიცავს. ამ მასალების ანალიზისას, დაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბინ ლადენი ბოლომდე საკვანძო და მთავარი ფიგურა იყო, რომელიც ალ-ყაიდას ოპერაციების დაგეგმვას ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG