ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის სიძის სასამართლო


ნიუ-იორკში ალ-ყაიდას ყოფილი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სიძის სასამართლო მოსმენა გაიმართა. სულეიმან აბუ ღაითს ტერორისტულ საქმიანობაში ედება ბრალი.

ორშაბათის სასამართლოს სხდომა იყო წინასწარი მოსმენა მთავარი პროცესის წინ, სადაც ოსამა ბინ ლადენის სიძეს სულეიმან აბუ ღაითს გაასამართლებენ. მას ბრალი ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობასა და ალ-ყაიდას საქმიანობის პროპაგანდაში. აბუ ღაითი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც მოსამართლე ლევის კაპლანმა აღნიშნა, საბიუჯეტო პრობლემამ შესაძლოა სასამართლო პროცესის გამართვა შეაყოვნოს. მანამდე სახაზინო ადვოკატმა ფილიპ ვეინსტეინმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო შეკვეცების გამო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატები ხუთ კვირიან შვებულებებში გავიდნენ. ამის გამო, აბუ ღაითის სასამართლო პროცესი შესაძლოა იანვრამდე არ გაიმართოს.

ცნობილი ნიუ-იორკელმა ადვოკატი რონ კუბი მართალია ამ პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა ეთანმხმება მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესები საბიუჯეტო შეკვეცების გამო გვიანდება.

„პრობლემა ის არის, რომ ხალხს გონია საბიუჯეტო სეკვესტრი არ შეეხება. თუმცა შეკვეცა მათზე გავლენას მოახდენს. და ეს გავლენა ძალიან ბევრ სფეროზე აისახება,“ - აცხადებს რონ კუბი.

მისი თქმით, მთავრობის მიერ აბუ ღაითისთვის წაყენებული ბრალდების გაჭიანურება არ შეიძლება.

„ჯერჯერობით არ არის სამხილი მასალები რომელიც დაადასტურებს მის მიერ ამერიკელთა მკვლელობის ჩადენას, თუ არ ჩავთვლით, რომ ის ავტომატურად იყო ალ-ყაიდას წევრი, ხოლო კანონი კი ამგვარი ბრალდების მკველობასთან ასოცირებას არ შეიცავს,“ - ამბობს რონ კუბი.

აბუ ღაითი შეერთებულ შტატებში გასულ თვეს ჩამოიყვანეს. ხელისუფლებამ მისი დაპატიმრების შესახებ მოსახლეობას მწირი ინფორმაცია მიაწოდა.
XS
SM
MD
LG