ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე საუბრობს


ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება მკაცრი სანქციები დააწესოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკაინაში 25 მაისს დანიშნულ არჩევნებში ჩაერევა.

ბაიდენმა პოტენციურ სანქციებზე რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბაშესკუსთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ვიცე პრეზიდენტი ბუქარესტში სამშაბათს ჩავიდა. ეს ვიზიტი ობამას ადმინისტრაციის ინიციატივის ნაწილია, რომლითაც ვაშინგტონი ნატოს წევრი ქვეყნების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ ამერიკა მათ მხარდაჭერას აგრძელებს.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და განაცხადა, რომ ევროპაში საზღვრები იარაღის ძალით აღარასდროს უნდა იქნას შეცვლილი.
XS
SM
MD
LG