ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სტუმრობს


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სტუმრობს. ჯო ბაიდენი დღეს აბუ-დაბიში ქვეყნის უფლისწულს ხვდება, შემდეგ კი დუბაიში, ისრაელში და იორდანიაში მიემგზავრება.

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად ასევე შეხვდება შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მსახურობენ. ოთხშაბათს ისრაელში ჯო ბაიდენი მოლაპარაკებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს. ის იმავე დღესვე ხვდება პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.

XS
SM
MD
LG