ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აზიურ ტურნეს განაგრძობს. ჯო ბაიდენი ჩინეთიდან ერთდღიანი ვიზიტით მონღოლეთს ეწვია. მან მონღოლეთის დემოკრატიზაციის პროცესი შეაქო და ეკონომიკის და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე გამართა შეხვედრები. ბაიდენი მანამდე ხუთი დღით ჩინეთში იმყოფებოდა. ის 1944 წლიდან პირველი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც მონღოლეთს ეწვია. 2005 წელს მონღოლეთში ჯორჯ ბუში უმცროსი მოკლე ხნით, გავლით ეწვია. ჯო ბაიდენმა მონღოლეთს ერაყსა და ავღანეთში შეტანილი სამხედრო წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ჯო ბაიდენი ულან ბატორში მონღოლეთის პრეზიდენტს ცახია ელბეგდორჟს და ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. თბილი დახვედრების გარდა ბაიდენის კორტეჟს ულან-ბატორში მცირე ჯგუფიც დახვდა, რომელიც ბაიდენის ვიზიტს აპროტესტებდა.

XS
SM
MD
LG