ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას


ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან ბეტო ო’რურკი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაებმება და დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

მან დღეს, მეუღლესთან ერთად, ვიდეო მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „პოზიტიური კამპანიის“ წარმართვას აპირებს, რაც მოიცავს გამოწვევებთან ბრძოლის შესაძლებლობებს მაქსიმალური პოტენციით.

მან ხაზი გაუსვა ჯანდაცვის, სისხლის სამართლის რეფორმირების, ათწლოვან ომებში ამერიკის ჩართულობის დასრულებას და სხვა პრიორიტეტებს.

ო’რურკი შარშან სენატორობისთვის იბრძოდა. მან სამ პროცენტზე ნაკლები განსხვავებით, ეს ადგილი გამარჯვებულ კანდიდატს ტედ კრუზს დაუთმო, რომელიც დღეს ტეხასის შტატის სენატორია აშშ-ის კონგრესში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG