ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერნანკეს პოლიტიკის გამგრძელებელი


ჯანეტ იელინი აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცებული პირველი ქალი იქნება

ამერიკის სენატი ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჯანეტ იელენს, სავარაუდოდ, დაამტკიცებს. ამით, იელინი აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცებული პირველი ქალი და ამასთან, გლობალურ ეკონოიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იქნება.

სენატი იელენის ნომინაციას კენჭს ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში უყრის. ანალიტიკოსების აზრით, მას საკმარისი რაოდენობის ხმები აქვს იმისთვის, რომ თანამდებობაზე დამტკიცდეს.

იელენი, სავარაუდოდ, ბერნანკეს პოლიტიკას გააგრძელებს და ეკონომიკის სტიმულირებას ეტაპობრივად დაასრულებს უმუშებრობის მაჩვენებლის კონტროლის მიზნით. მისი თქმით: „ძალიან ბევრი ამერიკელი სამსახურს ვერ პოულობს და ნერვიულობს იმაზე, თუ უროგორ არჩინოს ოჯახი.“

ფედერალური რეზერვი - იგივე ამერიკის ცენტრალური ბანკი - 100 წლის წინ შექმნილი სამსახურია, რომელსაც იანვრის ბოლომდე ბენ ბერნანკე უხელმძღვანელებს მისი 4 წლიანი მეორე ვადის გასვლამდე.
XS
SM
MD
LG