ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინში სატვირთო მანქანით თავდამსხმელს, მთელს ევროპაში ეძებენ


ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანით განხორციელებული თავდასხმიდან სამი დღის შემდეგ, ამ თავდასხმის მთავარ ეჭვმიტანილს მთელს ევროპაში ეძებდნენ. გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ტუნისელი მამაკაცია, რომლის დეპორტაცია ჯერ კიდევ თვეების წინ უნდა მომხდარიყო.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 24 წლის ანის ამრი, გერმანიაში 2015 წლის ივლისში შევიდა და მას შემდეგ რაც, ინფორმაცია მიიღეს, რომ შესაძლო იყო სავარაუდო თავდასხმის მოსაწყობად მას იარაღის შეძენა ეცადა, ამ წელიწადში, ექვსი თვის განმავლობაში, მასზე თვალთვალი ხდებოდა. ის გამოძიება სექტემბერში დასრულდა და კონტრ-ტერორისტულმა სააგენტოებმა მის შესახებ ინფორმაცია, ბოლოს ნოემბერში გაცვალეს.

თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მის განცხადებას, უარი ექვსი თვის წინ ეთქვა, მაგრამ მის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტუნისში ვერ დააბრუნეს.

ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ, გერმანიაში კვლავ წინ წამოწია კითხვები იმის შესახებ, თუ ქვეყანაში შესული ათასობით თავშესაფრის მაძიებლის შემოწმება როგორ ხდება.

თავდასხმიდან მეორე დღეს ანგელა მერკელმა თქვა, რომ ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი თავშესაფრის მაძიებელი თუ აღმოჩნდებოდა, ეს ძნელი გადასატანი იქნებოდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG