ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზი


პოლიციის ინფორმაციით, სამედიცინო ექპსერტის დასკვნით ბერეზოვსკის სიკვდილის ადგილზე ძალადობის ფაქტები არ შეინიშნება.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, რუსმა მილიარდერმა ბორის ბერეზოვსკიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით, კერძოდ თავის ჩამოხრჩობით დაასრულა.

ბერეზოვსკი გარდაცვლილი შაბათს ლონდონში საკუთარ სახლში იპოვნეს.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებაში ჩართულია სამედიცინო ექპსერტი, რომელიც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ბერეზოვსკის სიკვიდილის წინ ბარათი არ დაუტოვებია, რაც თვითმკვლელობის მოტივს გამოავლენდა.

67 წლის ბორის ბერეზოვსკიმ ქონების დაგროვება ძირითადად 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. 2000 წელს იგი ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, მოგვიანებით პრეზიდენტთან ურთიერთობის დაძაბვის გამო დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
XS
SM
MD
LG