ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ბელარუსს სანქციებს უმკაცრებს


პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს სპეციალური წერილი გაუგზავნა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბელარუსის მიმართ სანქციები გააფართოვა. ამის მიზეზად , პრეზიდენტმა ობამამ ბელარუსის მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები დაასახელა.

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს სპეციალური წერილი გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ 2011 წელს ბელარუსის მთავრობა აგრძელებდა პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას. მთავრობის მიერ დაპატიმრებული არიან დემონსტრაციის მონაწილეები და ოპოზიციური მედიის ჟურნალისტები.

შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის მიმართ საქციების გატარება 2006 წელს დაიწყო. შეერთებული შტატების გარდა სანქციები ბელორუსს ევროკავშირმაც დაუწესა.სანქციების მიზანია ზეწოლა მოხდეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმათულებით ქვეყანაში გარკვეული წინსვლა მოხდეს.


XS
SM
MD
LG