ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკომ დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო


ლუკაშენკომ დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს საპრეზიდენტო ფიცი დადო. ინაუგურაციას არ ესწრებოდნენ ევროპელი ელჩები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს ბელარუსი ლიდერის მთავრობას, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა პოლიტიკური ოპონენტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგ აღმართა ხელი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კოორდინატორმა ქეთრინ ეშტონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია ბელარუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, სანამ მთავრობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს არ გაათავაისუფლებს და არ შეწყვეტს პოლიტიკური ოპონენტების დევნას.

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა ბილ კარდინმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ ბელარუსის პრეზიდენტის მოქმედებებზე. კარდინი, რომელიც იმავდროულად ამერიკის ჰელსინკის კომისიას თანათავმჯდომარეობს გამოვიდა მოწოდებით რომ ბელარუსმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები და ოპოზიციონერი აქტივისტები.

XS
SM
MD
LG