ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა


ბელარუსის ავტორიტარული მთავრობა აგრძელებს ქვეყენაში ოპოზიციის წევრების, დისიდენტების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას. განსაკუთრებულ შეშფოთებას ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობა იწვევს.

ამერიკის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), იან კელის განცხადებით, დამატებითი ბრალდებები, რომლებიც ახალგაზრდული ოპოზიციური ორგანიზაცია „ახალგაზრდული ფრონტის“ ხელმძღვანელ ზმიცერ დაშკევიჩს წაუყენეს, სავარაუდოდ მის სასჯელს კიდევ ერთი წლით გააგრძელებს. დაშკევიჩი ციხიდან დეკემბერში უნდა გამოსულიყო.

გარდა ამისა, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი ვასილ პარფიანკოვი შესაძლოა კვლავ დაიჭირონ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გამო.
შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია ბელარუსში დემოკტრატიული ოპოზიციის, ადამიანი უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის საშუალების შეზღუდვით. სიიდან ამოღებული იქნა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ანდრეი ბანდარენკა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის - სუკის - აღრიცხვაზეა აყვანილი, რათა მან ბელარუსიდან გასვლა ვერ შეძლოს. საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით, ბელარუსი ვალდებულია პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების სურვილს თავისუფალი გადაადგილების მოთხოვნით.

24 ივლისს, მინსკის საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა ახალი ექვს თვიანი ვერდიქტის აპელაციის მოსმენაზე. პატიმრობის განმავლობაში პოლიტიკური კამპანიის „თქვი სიმართლე“ აქტივისტს და პოლიტიკურ პატიმარ ვასილ პარფიანკუს სასჯელის 6 თვით გაგრძელება დაუმტკიცდა. ის მაისში გაასამართლეს 2011 წელს პატიმრობიდან გათავისუფლების პირობის დარღვევის გამო. პარფიანკუ თავდაპირველად 2010 წლის არჩევნების შემდეგ სამოქალაქო არეულობის ბრალდებით გაასამართლეს და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. 2011 წლის აგვისოში ის ნაადრევად გამოუშვეს ციხიდან. მისი სასამართლო პროცესი პოიტიკურად იყო მოტივირებული.
ანტონ სარაპინი 13 ივლისს საკუთარ სახლში სუკის აგენტებმა დააპატიმრეს.

მიზეზად ის დასახელდა, რომ მიდინარეობს მისი მონაწილეობის გამოძიება შვედური კომპანიის მიერ ინტერნეტ სარეკლამო რგოლების შექმნაში, რომლებიც ხალხს გამოხატვის თავისუფლებისკენ მოუწოდებს. სარაპინთან ერტად დაიჭირეს უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელიც შვედური კომპანიისთვის საოფისე ფართის მიქირავებას აპირებდა. ბელარუსის კანონმდებლობის თანახმად, ოფიციალური ბრალდების წაყენების გარეშე პოლიციას უფლება აქვს ადამიანი წინასწარი დაკავების საკანში 10 დღის განმავლობაში დაიტოვოს. შეერთებული შტატები ბელარუსის მთავრობას ეუთოსთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბელარუსს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, აღუდგინოს მათ სრული პოლიტიკური უფლებები და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმოამდგენლებისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროება.
XS
SM
MD
LG