ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

BBC-ის ხელმძღვანელი გადადგა


BBC-იმ ერთ-ერთ პოლიტიკოსს ბავშვთა სქესობრივ ძალადობაში უსაფუძვლოდ დასდო ბრალი

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის მმართველი ჯორჯ ენტვისტლი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც BBC-იმ თავის საინფორმაციო პროგრამაში ააგორა სკანდალი, სადაც ერთ-ერთ პოლიტიკოსს ბავშვთა სქესობრივ ძალადობაში უსაფუძვლოდ დასდო ბრალი.

ენტვისტლი კორპორაციას ორ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში ედგა სათავეში. ის ასევე BBC-ის ახალი ამბების მთავარი რედაქტორი იყო და ამიტომაც ის ყველა გასულ მასალაზე პასუხისმგებელი იყო. ბატონი ენტვისტლის განცხადებით, გადადგომა ერთადერთი მორლაურად გამართლებული ნაბიჯია.
XS
SM
MD
LG