ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ბრიტანელებს ევროკავშირში დარჩენას მოუწოდებს


პრეზიდენტი ობამა ბრიტანეთის 23 ივნისის რეფერენდუმის შესახებ ცხარე კამათში ჩაერთო. ბრიტანელი ამომრჩევლები ამ რეფერენდუმით ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის საკითხს გადაწყვეტენ.

გაზეთ „ტელეგრაფ“-ში დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც პრეზიდენტის თვითმფრინავის ლონდონის აეროპორტში დაშვებიდან სულ ცოტა ხანში გამოქვეყნდა, შეერთებული შტატების ლიდერი ბრიტანელებს დაჟინებით ურჩევს ევროკავშირში დარჩნენ და ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანას გააძლიერებს.

შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის, როგორც ვაშინგტონში ლიდერები დიდი ხანია აცხადებენ, „განსაკუთრებული ურთიერთობა“ არსებობს და შეერთებული შტატები 28 წევრიან ჯგუფში ბრიტანეთის ყოფნას საკუთარ ხმად განიხილავს.

XS
SM
MD
LG