ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუჰამედ ელ ბარადეი ქაიროში დაბრუნდა


Mohamed ElBaradei talks to members of the media as he arrives at Cairo's airport in Egypt, Jan. 27, 2011
Mohamed ElBaradei talks to members of the media as he arrives at Cairo's airport in Egypt, Jan. 27, 2011

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ეგვიპტელმა მუჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ სახალხო მღელვარების შეწყვეტისთვის აუცილებელია პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა.

ბატონი ბარადეი გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელობდა დიდი ხნის განმავლობაში. მისი თქმით მუბარაქის სატელევიზიო მიმართვამ ეგვიპტელებს იმედები გაუცრუა, რადგან მან მხოლოდ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობა დადო.

ელ ბარადეის განცხადებით ჰოსნი მუბარაქმა ვერ შეძლო ეგვიპტელი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეგვიპტელებს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ.

მუჰამედ ელ ბარადეი ქაიროში ავსტრიის დედაქალაქიდან დაბრუნდა სახალხო მღელვარების მეთაურობის სურვილით.

XS
SM
MD
LG