ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეკემბერში ნიუ-იორკში მოწყობილ ტერაქტში ბანგლადეშელი იმიგრანტი დამნაშავედ ცნეს


ბანგლადეშელი იმიგრანტი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ნიუ-იორკის მეტროში აფეთქების მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი, დღეს ტერორიზმში დამნაშავედ ცნეს. მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 28 წლის აკაიდ ულას ბრალი დაუმტკიცა. მას შესაძლოა მთელი დარჩენილი სიცოცხლის ციხეში გატარება მოუხდეს.

11 დეკემბერს მომხდარი აფეთქებისას სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა ამან ძლიერი პანიკა გამოიწვია, რადგან მანჰეტენის ორ ყველაზე ხალხმრავალ მეტროსადგურს შორის არსებული მიწისქვეშა გვირაბი კვამლით აივსო.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ულას მხოლოდ თვითმკვლელობა სურდა და სხვების მკვლელობას არ აპირებდა. მაგრამ, სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა. პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, ულა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით, თუმცა ინდივიდუალურად, "ცივი გონებითა და წინასწარ შეცნობით" მოქმედებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG