ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანლგადეშში სამკერვალო ფაბრიკის მუშები მოიწამლნენ


პოლიცია მოწამვლის მიზეზებს ადგენს და არ გამორიცხავს, რომ წყალი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაბინძურებული

ბანლგადეშის დედაქალაქ დაკას გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში ასობით მუშა დაბინძურებული წყლით მოიწამლა. პოლიციის განცხადებით, მოწამლული თანამშრომლების რაოდენობამ 400-ს მიაღწია.

თვითმხილველთა განცხადებით, მუშები საავადმყოფოში ცუდად გახდომისთანავე წაიყვანეს. პოლიცია მოწამვლის მიზეზებს ადგენს და არ გამორიცხავს, რომ წყალი შესაძლოა განზრახ ყოფილიყო დაბინძურებული. რამდენიმე ხნით ადრე პოლიციას და ფაბრიკის მუშებს შორის შეტაკება მოხდა. ათასობით დემონსტრაციის მონაწილე ფაბრიკის ხელმძღვანელებისგან ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდა.

აპრილში ბაგლადეშში ქარხნის რამდენიმე შენობა დაინგრა, რასაც 1,100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG