ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში საპროტესტო აქცია მოეწყო


დაკაში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტთა დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ბანგლადეშში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. საპროტესტო აქცია წინასწარმეტყველ მუჰამედის ვიდეოსთან დაკავშირებით იმართებოდა.

დაკაში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტთა დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებების წევრებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს და პოლიციის მანქანები დაწვეს. რამდენიმე დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა.

ანალოგიური მიტინგები გაიმართა ნიგერიაშიც, სადაც მუსლიმებით დასახლებული ქალაქის - კანოს მოსახლეობამ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე რეაქცია საპროტესტო აქციებით გამოხატა.
XS
SM
MD
LG