ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში დაპირისპირება გრძელდება


დაპირისპირების დაწყებიდან 49 ადამიანია მოკლული

ბანგლადეშის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში შეიარაღებული ძალები გაგზავნა დაპირისპირების დასასრულებლად, რომელიც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს.

დემონსტრაცია თავდაპირველად ისლამისტი მეამბოხეების ერთ-ერთი ლიდერისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის მოტანის გასაპროტესტებლად მოეწყო.

პოლიციის განცხადებით, დღეს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ხოლო დაპირისპირების დაწყებიდან კი სულ მცირე 49 ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG