ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ბანგლადეშში


ათასობით რადიკალი მუსლიმი ქვეყანაში ღვთისგმობის საწინააღმდეგო კანონის მიღებას ითხოვს

ბანგლადეშში ათასობით რადიკალი მუსლიმი ქვეყანაში ღვთისგმობის საწინააღმდეგო კანონის მიღებას ითხოვს. დედაქალა დაკაში გამართული დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრაციის დროს თვითნაკეთი ბომბებიც აფეთქდა. არის ცნობები, დამტვრეული ავტომობილების და დამწვარი მაღაზიების შესახებ.
XS
SM
MD
LG